“ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანში ნეპოტიზმი ამსახველი ფოტომასალა და სქემები გამოაქვეყნა

“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციულმა კომისიამ გურჯაანში ნეპოტიზმი ამსახველი ფოტომასალა და სქემები გამოაქვეყნა.
დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაღალ თანამდებობებზე გამგებლისა და საკრებულოს თავჯდომარის ნათესავები მუშაობენ. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ტესტირების ჩატარების მიუხედავად მაღალი ქულის მქონე ადამიანების დასაქმება არ მოხდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს გურჯაანის გამგებელმა უპასუხა. გია გერგიძე ნეპოტიზმის ფაქტებს უარყოფს და ოპოზიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაში“ახალგაზრდული ოლიმპიადა, შესაძლოა კორუფციის წყარო გახდეს” – სევდია უგრეხელიძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – გაუგებარია მარგველაშვილის პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლა არ სურს