“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიციის მხარდამჭერი აქცია თელავშიც გამართა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

პარტიის წევრები და მხარდამჭერები სოლიდარობის ნიშნად, შს თელავის რაიონულ სამმართველოსთან მივიდნენ და ბოლო ხანს პოლიციელების გახშირებული მკვლელობის შემთხვევები დაგმეს.

ოპოზიციონერებმა სიმბოლურად შენობასთან “თანადგმომა პოლიციას” სტიკერებიც გააკრეს.

“პოლიცია, რომელიც ჩვენ უნდა გვიცავდეს, თვითონ ხდება ქვეყანაში დაუცველი. მიუღებელია სამართალდამცავების მკვლელობები, რაც ბოლო ხანს ასე გახშირდა. ვაპროტესტებთ და ვაცხადებთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ პროცესს ვერ უმკლავდება”, – განაცხადა პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.

პოლიციის მხარდამჭერი აქცია დღეს თბილისსა და გორშიც გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“ვაზაგაშვილი იმ ხელყუმბარით არ არის აფეთქებული, რომელიც საქმეშია”
შემდეგი სტატიაუკრაინაში ლენინცვენა გრძელდება (ვიდეო)