“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართა

სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით მიმართა. შესაბამისი განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა შეიტანა.
“სამწუხაროდ, ყოველდღიურად გრძელდება საქართველოს მოსახლეობის და ეკონომიკის გაღარიბების პროცესი. ხელისუფლება ამ პროცესში სრულ უნიათობას და უუნარობას ავლენს. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა, რათა განხილული იქნას ჩვენი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ფართომასშტაბიანი გეგმა. პრეზიდენტი პასუხისმგებელიცაა და ვალდებულიც მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და გამოსცეს შესაბამისი აქტი”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით პრეზიდენტს ერთხელ უკვე მიმართა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ასეთი სხდომის მოწვევა მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

banner
წინა სტატიაშიგახდება თუ არა ნოდარ ჯავახიშვილის შეფასება დავით შავლიაშვილის მოხსნის საბაბი?
შემდეგი სტატიაგიზო სართანია: „გუბერნატორს ვესაუბრე – „ნაციონალური მოძრაობის“ გადმონაშთებისგან „ქართული ოცნების“ წმენდა დაიწყება“