“ნაციონალური მოძრაობის” წევრები რეგისტრაციას არ გადიან – პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ იწყება

პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება. საკანონმდებლო ორგანში იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თუმცა დეპუტატები რეგისტრაციას არ გადიან. გადაწყვეტილების მიზეზებზე განმარტებები “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ პარლამენტი პრაქტიკურად დისფუნქციურია.

“თქვენ ალბათ ხედავთ, რომ უმრავლესობის დისფუნქციონირების გამო, პარლამენტი პრაქტიკურად დისფუნქციურია. მეორე კენჭისყრისას კვორუმი არ არის. ჩვენ არც პირველ და არც მეორე ჯერზე რეგისტრაცია არ გავიარეთ. ამის მიზეზია ის, რომ სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, კერძოდ, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა
შემდეგი სტატიაჟანა ნემცოვა: რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა დანაშაულებრივია