“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს, ევროკავშირის, ნატოს და უკრაინის დროშებით მივიდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

თბილისში, “კოლმეურნეობის მოედანზე” მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს მხარდამჭერები კახეთიდან შეუერთდნენ. კახეთიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რომლებიც დღევანდელ საპროტესტო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას ავტომობილებით ჩამოვიდნენ. კოლონა რამდენიმე ათეული მანქანისგან შედგებოდა.
“კოლმეურნეობის მოედანზე” ელოდებიან ქვემო ქართლიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მათთან ერთად იმყოფებიან პარტიის ლიდერები. მათ შორის გიორგი ვაშაძე, დავით დარჩიაშვილი, სერგო რატიანი, დავით კირკიტაძე. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით იმყოფებიან. მათ ასევე მოტანილი აქვთ ევროკავშირის, ნატო-სა და საქართველოს ერთიანი დროშები.
პოლიციამ კოლმეურნეობიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა გადაკეტილია.
აქცია, თავისუფლების მოედანზე დღეს, 16.00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“კოლმეურნეობის მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიადავით დარჩიაშვილი – ჩვენი გეგმა არის საპროტესტო ელექტორატის გაზრდა, თუ საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა