ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფუძნებული, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესო-დავით ნარმანია

ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფუძნებული, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესო-დავით ნარმანია

ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფუძნებული, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები  ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესო-დავით ნარმანიამონიტორინგის ცენტრი „მედიატორი” კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ლაპარაკია მერიის მაღალ თანამდებობებზე ოთხი ნასამართლევი პირის მუშაობაზე.

ორგანიზაცია ამ ოთხ პირზე ინფორმაციას აქვეყნებს. ესენი არიან: მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, რომელმაც, „მედიატორის” განმარტებით, 2011 წელს ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურიად დაუცველი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისა. კახა გავაშელი, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობაში აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს და ორგანიზაციის ინფორმაციით, 2-ჯერ არის ნასამართლევი. ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ვასილ ბექაური, რომელიც, “მედიატორის” თქმით, საბურავების ქურდობისთვის არის ნასამართლევი და მთაწმინდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საშა სანიკიძე, რომელიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2006 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის ნასამართლევი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არ შეიძლება იმ ადამიანების მაღალ თანამდებობაზე ყოფნა, რომლებიც ბიუჯეტის გაფლანგვაში არიან შემჩნეული.

აღნიშნულ ბრალდებებს თბილისის მერმა უპასუხა.

”ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფუძნებული, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები რას ამბობენ და რას მოგიწოდებენ, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ოკუპაციის კვირეული დღეს გაიხსნება
შემდეგი სტატიასაყდრისის საკითხთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე?