“ნაციონალური მოძრაობის” აქციის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა

11085829_1627110467523192_1369073272_o-735x400“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” კოალიცია “ერთსულოვნების” მიერ ორგანიზებული “ნაციონალური მოძრაობის” აქციის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.
კონტრაქციის მიმდინარეობისას ორგანიზატორები აგროვებდნენ ხელმოწერებს, რომლის მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია.
აქციის მონაწილეებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის იყვნენ უფლებადამცველები ლექსო კობაიძე და ნიკა მემანიშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი. ასევე, აქციაზე იმყოფებოდნენ მელორ ვაჩნაძე და კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, დღევანდელი კონტრაქციით საზოგადოებას დაანახეს, რომ უმსგავსობა პროტესტის გარეშე არ ჩაივლის და მათ “ნაციონალური მოძრაობის” აქციის წინააღმდეგ პროტესტი დააფიქსირეს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, კონტრაქციის ადგილად “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იმიტომ შეარჩიეს, რომ აღნიშნულმა ტელევიზიამ უფრო მეტად შინაარსობრივად და დეტალურად გააშუქოს საზოგადოებრივი ინტერესები და ყველა ის პროცესი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ცხოვრებაში.
მათივე თქმით, ყოველი უმსგავსობა არ დარჩება პროტესტის გარეშე და თუ “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ გადაწყვეტს რაიმე დაგეგმოს, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ამ ქმედებას გააპროტესტებენ თუნდაც ორი კაცით.
აქციის მიმდინარეობისას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ მოძრაობა შეფერხებული არ იყო.
კონტრაქციის მონაწილეები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კიბეებზე და სავალი გზის იმ ნაწილზე იყვნენ განლაგებული, რომლებიც ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლების მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანიკა მელია: ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების სახლებში მშვიდობიანად გაშვება