“ნაციონალური მოძრაობა”, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური შერიგების პირობას დებს

“ნაციონალური მოძრაობა”, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური შერიგების პირობას დებს. ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შერიგების შესახებ ინიციატივას პირადად დააყენებს.

“მინდა, მივმართო ყველას, ვინც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და “ქართული ოცნების მხარდასაჭერად” იბრძოდა – ნუ შეგეშინდებათ, რადგან სწორედ ჩვენ დავუსვამთ წერტილს დაპირისპირებას და ქვების სროლას. ჩვენ მოგცემთ საშუალებას, ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ. მე მინდა, ვუთხრა თითოეულ ბიზნესმენს, რომელიც აფინანსებს ან ვისაც ძალით აფინანსებინებენ “ქართულ ოცნებას” – ნუ შეგეშინდებათ რომ ჩვენ ამაზე პასუხს მოგთხოვთ – არ მოგთხოვთ, იმიტომ რომ პირველი, რასაც გავაკეთებთ იქნება ეროვნული შერიგებისა და თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ შერიგებასა და თანხმობასადაც სჭირდება არსებული ხელისუფლების წასვლა, ამიტომაც უნდა წავიდეს ეს მთავრობა”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ცაავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიამე ვნახე “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკური კრუნჩხვები