“ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად დასახელდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს.
შეკითხვაზე, რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში, “ნაციონალური მოძრაობა” რესპოდენტთა 44%-მა დაახელა, მეორე ადგილზეა 6%-ით “თავისუფალი დემოკრატები”, მესამეზე კი 5%-ით “პატრიოტთა ალიანსი”.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს მათი პროცენტული მაჩვენებელი ასე ნაწილდება – “დემოკრატიული მოძრაობა” – 4%, “ლეიბორისტული პარტია” – 3%, “თავისუფალი საქართველო” – 1% და სხვა პარტიები – 11%.
გამოკითხულთა 2%-მა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად მმართველი პარტია – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დაასახელა. ასევე 23%-მა აირჩია კატეგორია – “არც ერთი”, დანარჩენმა პასუხისგან ან თავი შეიკავა ან შემოხაზა კატეგორია “არ ვიცი”.
კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა

banner
წინა სტატიაშიNDI-ს კვლევის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სხვა თემებმა გადაფარა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს