“ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს,” – შს მინისტრი

“ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს,” – ამის შესახებ განცხდება შს ახალმა მინისტრმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არეულობა იგეგმება. გომელაური აცხადებს, რომ ის ამას არ დაუშვებს.

“როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაცია, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია სტაბილურობა. “ნაცმოძრაობა” თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ,” – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია:„არავითარი პოლიტიზება ამ პროცესის არ მოხდება”
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადებით პასუხობენ