“ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას საყდრისთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ მოუწოდებს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

“ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას საყდრისთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ საყდრისთან დაკავშირებით უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა რამდენეჯერმე დაიბარეს კულტურის მინისტრი, რომელიც შეხვედრაზე არ მივიდა. მისი თქმით, არასამთვრობო ორგანიზაციებიც მოითხოვდნენ შეხვედრას განათლების კომიტეტში და გიორგაძე ასევე არ არ გამოცხადდა.

“სამაგიეროდ დღეს ხვდება განათლების კომიტეტის უმრავლესობის წევრებს, სრულიად სხვა სკითხზე, ეს არის შემაშფოთებელი”-განაცახადა სერგო რატიანმა.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი კი აღნიშნავს, რომ საყდრისთან მიღებული სასამართლო გადაწყვეტიულება ცხადყოფს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” მიერ შეთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია.

ირაკლ ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის “გაუგაბარია, როდესაც კანდიდატურებს წარადგენენ და შემდეგ საუბრობენ, რომ შეიძლება ამ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირონ.”

საყდრისის საბადოს შესახებ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ RMG GOLD-ისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაში“სერიოზული ეჭვი მიჩნდება, რას ემსახურება აბაშიძე-კარასინის ფორმატი”
შემდეგი სტატიასასწრაფოდ:გიორგი ბარამიძე უკრაინის რეფორმების საერთაშორისო ცენტრის წამყვანი ექსპერტი გახდა