“ნაციონალური მოძრაობა” სათაო ოფისს ყიდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის გზატკეცილზე მდებარე სათაო ოფისი იყიდება. როგორც პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგის პატარაიამ თაიმერს განუცხადა, გადაწყვეტილება ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით ახალ ოფისში გადასვლას უკავშირდება.

“ქალაქის ცენტრში ახალ ოფისში გადავდივართ, რის გამოც ამჟამინდელი ოფისის გაყიდვა გადაწყდა”, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი 3,5 მილიონ დოლარად იყიდება, თუმცა გიორგი პატარაია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ არც ოფისის გასაყიდი თანხის რაოდენობას ასახელებს.

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისში “ნაციონალური მოძრაობა” 2011 წლის დეკემბერში გადავიდა.

banner
წინა სტატიაში“ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ზედამხედველობის გარეშე ფართოდ არ იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკები”
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით დარღვევები ფიქსირდება