ნაციონალური მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა:  ,,ტაბულას” ორგანიზებული აქციის ჩაშლის მცდელობისა და ორგანიზატორის დაკავების ფაქტს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

,,თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,გუშინ და დღეს ხელისუფლებამ პირდაპირი ნადირობა გამოაცხადა თავისუფალი ზონის წევრებზე. დღეს კი მათ უკანონო დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა ღარიბაშვილის დაცვა. გადავიდნენ ტოტალურ დევნაზე, იჭერენ ჟურნალისტებს. დღეს დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი ლექსო მაჭავარიანი. ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს ხელისუფლება მტრად განიხილავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ხედავს: მისმა კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. რუსეთთან ურთიერთობა არათუ არ დალაგდა, არამედ მცოცავი ოკუპაციის სახით დღითიდღე ძალას იკრებს. ამავე დროს ნათელია, რომ ხელისუფლების კოლაბორაციონიზმი სულ უფრო მეტი მოქალაქის პროტესტს იწვევს.

ხელისუფლება პანიკაშია და ცდილობს, რეპრესიებით შეაჩეროს მოქალაქეთა პროტესტის ტალღა. ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ მოუწოდა პოლიციას, რომ დასაჯონ ყველა, ვინც ამ კაპიტულანტური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს. ამასთან, ეს ხელისუფლება ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნედ გამოაცხადოს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც სინამდვილეში შექმნა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა! შემზარავია, რომ პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეების პროვოკატორებად გამოცხადება და მათი დევნა სრულად ემთხვევა იმ ცინიკურ მოთხოვნას, რაც ორი დღის წინ კარასინისგან მოვისმინეთ. ჩვენ არ დავუშვებთ პროვინციულ დიქტატურას საქართველოში. ისევ დავდგებით განვითარების გზაზე და ამისათვის მთელი საზოგადოების ერთიანობას მივაღწევთ! მტკიცედ გვწამს, რომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- ნათქვამია ,,ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია უკანონოდ ზღუდავს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას – არასამთავრობოები
შემდეგი სტატია,,მამულიჩას” დაკავების ვიდეო–კადრები