“ნაციონალური მოძრაობა” – პროგრამა “აწარმოე საქართველოში” “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა

“ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ირწმუნება, რომ “აწარმოე საქართველოში” გამოყენებით ბიძინა ივანიშვილმა ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება.
“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების “აწარმოე საქართველოში” და თანაინვესტირების ფონდის შესახებ. ამ ახალი ინიციატივების აზრი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, როგორც ჩვენ გუშინ წარმოგიდგინეთ, “ქართულმა ოცნებამ” ეს პროგრამები თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა.
2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას” (ს/კ 404469865).
სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაცია” 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს “ჯი სი ეფ პარტნიიორებია”. თავის მხრივ “ჯი სი ეფ პარტნიორის” მფლობელები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.
ფაქტობრივად მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაწყურში, მეწყერით დაზარალებულებს ბინებს შეუძენენ
შემდეგი სტატიაშრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება