ნაციონალური მოძრაობა: პრემიერმა სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ გააკეთა მოწოდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“პრემიერმა სამოქალქო დაპირისპირების შესახებ გააკეთა მოწოდება,”- ასე ეხმაურებიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და საართველოს 7 რეგიონში მათ ოფისებზე თავდასხმას.

გოკა გაბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭად მოიხსენია.

“დღეს მთელ საქართველოში სამღებრო სამუშაოები გამართეს და ჩვენი პარტიის ოფისები შეღებეს. ურთმელიძე თავის საქმეს აკეთებს, ისინი ვინც ზიზღს აღვივებენ და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ ხალხს თავის საქმეს აკეთებენ. მთლიანობაში ეს არის ის ერთი დიდი უძლურება. ეს პრემიერ-მინისტრი არა ეს არის ხელის ბიჭი, რომელიც ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს,” – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ამავე თემაზე ისაუბრა დეპუტატმა სერგო რატიანმად და განაცხადა, რომ ქართული ოცნება ქვეყანას 3 წელია ცილისწამებითა და ძალადობით მართავს.

“ცილისწამებით ძალადობით მმართავს 3 წელია ქართული ოცნება ქვეყანას. ამ ცილისწამებას არაფერი უდევს საფუძვლად. ჩვენ მოვითხოვთ რომ ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ან დასჯიან ისინი ან ჩვენ დავსჯით მწამებლებს მე მინდა გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციებს რომ მათ შეძლეს რომ რეიტინგებში ნაციონალურ მოძრაობაში არის პირველი,”- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ყოველდღე ხდება „ნაცმოძრაობის“ ოფისებზე აგრესიის მიტანა და ეს რეაქცია ჩემთვის გასაგებია
შემდეგი სტატიაწუხელ გვაინ ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ ჩხოროწყუს ოფისი დაარბიეს