ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებს ერთიან ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ვერ უმკლავდება.

საპარლამენტო ოპოზიციაში ლარის გაუფასურების მიზეზებზეც ისაუბრეს და განმარტეს, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზებს ხელისუფლება არასწორად გეგმავს, თანხებს არაეფექტურად ხარჯავს და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკას 400 მილიონი დოლარი მოაკლდა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ჯარისკაცებმა სოფელ ბერშუეთიდან ორი მწყემსი გაიტაცეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: იგი უკვე ” ის თამრო არ არის”