ნაციონალური მოძრაობა პოლიციელების ოჯახისთვის კომპენსაციის დანიშვნას მიესალმება

დაღუპული სამხედროებისა და პოლიციელების ოჯახებისათვის კომპენსაციის გაცემის იდეას ნაციონალური მოძრაობა მიესალმება. განცხადება დღეს ამის შესახებ დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისაღებია, როდესაც პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე ერთმანეთთან გათანაბრებულია და მათ ოჯახებს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დახმარებას გაუწევს

“ჩვენ პოლიციელს ვათანაბრებთ სამხედრო მოსამსახურეებთან რომლებიც იმყოფებიან სამშვიდობო ოპერაციებში ეს ძალიან კარგია, მისვესალმებით ამ ინიციატივას. იმედი მაქვს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ჩვენი ინიციატივის განხილვას,” – განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურისა და პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო მათ ოჯახებს ყოველთვიურად 1000 ლარით დაეხმარება.

banner
წინა სტატიაში,,GDS-ზე მაშინ მივალ, როცა რეიტინგი ექნებათ და ბენზინი არ დამენანება,, აცხადებს რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია„ისლამური სახელმწიფო“ ცენტრალურ აზიაშია