“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს.
რეზოლუციის მიღების საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა. ბარამიძის შეფასებით, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, რაც ვითარების ესკალაციას ახდენს და საზოგადოება გაყოფისკენ მიჰყავს.
როგორც ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქუთაისში გამართულ აქციისას, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო, აქციის სამი მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ორი თვით დააპატიმრეს, მაშინ როდესაც მსგავსი რეაგირება არ მოჰყოლია ოპოზიციონერ დეპუტატებზე – გიორგი ღვიანიაშვილზე, ჩიორა თაქთაქიშვილზე, ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმას.
“თუ ადრე რამე არ მოგწონდათ, იმაზე უარესს თქვენ ნუ გაიმეორებთ. ივანიშვილის მმართველობა ქვეყნას ძვირი უჯდება. მივდივართ სამოქალაქო კონფრონტაციისკენ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშიგორში 43 წლის მამაკაცი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: ძალადობა ბადებს ძალადობას