“ნაციონალური მოძრაობა” ნინო გვენეტაძეს ფრაქციის სხდომაზე არ შეხვდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არ უჭერს. შესაბამისად, ფრაქცია კანდიდატის მოწვევას სხდომაზე არ გეგმავს.

დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძესთან მათ კითხვები არ აქვთ, რადგან მისი სამოსამართლო საქმიანობის შესახებ კარგად არიან ინფორმირებული.

რატიანის თქმით, გვენეტაძეს აქვს ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მიუღებელს ხდის მის კანდიდატურას.

„ნინო გვენეტაძე არის არა უბრალოდ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან და არა მხოლოდ შევარდნაძის სასამართლოს წევრია, არამედ ის იყო დისციპლინარული სასამართლოს ხელმძღვანელი იმ დროს და საზოგადოებას ახსოვს, რომ ის მოითხოვდა პროკურატურისგან კონკრეტული ჟურნალისტების დაპატიმრებას და თან ეს ჟურნალისტები ამხელდნენ სასამართლოს კორუფციაში. ვფიქრობ, რომ აქედან დასკვნა უნდა გამოიტანოს პარლამენტის ყველა წევრმა,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიყველაზე მაღალშემოსავლიანი მინისტრები
შემდეგი სტატიასოფელ ბულაჩაურის ხიდიდან ავტომანქანა მტკვარში გადავარდა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა