ნაციონალური მოძრაობა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს

მინისტრათა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობაში. შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ გუნდის შემადგენლობა, მხოლოდ ყოფილი პრემიერის სურვილის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

შოთა მალაშხიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ ეთანხმება, რომ ლარი განიცდის ინფლაციას.

„თუ ამას არ ეთანხმება ივანიშვილი, ცხადია არ დაეთანხმებიან მთავრობის წევრებიც, რადგან ისინი არიან მისი ნების აღმსრულებლები“, – აღნიშნა შოთა მალაშხიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი მთავრობის მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავენ. კოალიცია ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გუნდის ცვლილებით, ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება. დეპუტატის თქმით, უმრავლესობა ეკონომიურ გუნდთან ერთად ლარის გამყარებასა და სხვა ეკონომიკურ გეგმებზე აქტიური განხილვების დაწყებას აპირებს.

იმედი მაქვს, რომ მთავრობის გეგმის რეალიზაცია მოიტანს ლარის კურსის სტაბილიზაციას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„ხალხი ითხოვს და იღებს ცვლილებებს“, – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატია„პრემიერს უფლება ექნება ექვსი მინისტრი პარლამენტის ნდობის გარეშე დაამტკიცოს“