ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

დეპუტატი სამველ პეტროსიანი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გავიდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წევრად დარჩა.
სამველ პეტროსიანის შესაბამისი მიმართვა დღეს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.
პეტროსიანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი განმარტავს, რომ მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, სამუშაოდ მეტი სივრცე სჭირდება. აქვე მაჭავარიანმა აღნიშნა ისიც, რომ ანალოგიური რამ უმრავლესობაშიც ხდება, როცა ორი დეპუტატი – გელა სამხარაული და გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში შედიან, მაგრამ უმრავლესობის არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არიან.
“პეტროსიანი მაჟორიტარი დეპუტატია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მან არა მარტო “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არამედ სხვა პარტიებთან ერთად იმუშავა. ძირითადად ეს ის პარტიები არიან, რომლებიც უმრავლესობაში არ არიან გაერთიანებული. მას სჭირდება უფრო მეტი სივრცე სამუშაოდ. ამიტომ აყენებს საკითხს – იმისთვის, რომ როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალქალაქში უკეთესად იმუშაოს, სჭირდება უფრო მეტი სივრცე, თუმცა უმცირესობაში რჩება”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: „რთველი ჩვენს ვენახში – ყვარელში“ (+ფოტოები)
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: რატომ უნდა დავიკავო მე ბადაშვილის ადგილი, როდესაც ქვეყანას ჰყავს გენერალური პროკურორი