ნაციონალური მოძრაობა: “ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გააუარესა – BB- პოზიტიურიდან, რეიტინგი შეიცვლა BB- სტაბილურად

ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე თუ რა მოლოდინებია გაცხადებული fitch-ის მიერ საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში:

Fitch ელის, რომ წელს:

· საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.5 თვის იმპორტის ზღვარს ქვემოთ

· ექსპროტი შემცირდება 20%-ით

· მიმდინარე ანგარიშიც დეფიციტი გაიზრდება მშპ-ს 9-დან 14%-მდე

· წმინდა საგარეო ვალი გაიზრდება მშპ-ს 58-დან 80%-მდე

· ეკონომიკური ზრდა შემცირდება 2%-მდე

· ერთ სულ მოსახლეზე მშპ შემცირდება 3,623 დოლარიდან 2,923 დოლარამდე (700 დოლარით ნაკლები)

· ეს ნიშნავს რომ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით შემცირდება 7,666 დოლარიდან 6,209 დოლარამდე (1,456 დოლარით ნაკლები)

· ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 3.5%-მდე

· მთავრობის ვალი გაიზრდება 43%-ზე ზემოთ

როგორც ვხედავთ, წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ – რომ თუ არ მოხდებოდა გაუაზრებელი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, ეს აუცილებლად დასრულდებოდა უარყოფითი შედეგებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ დღეს ამას უკვე აცხადებს და ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება კვლავ იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს შექმნილი ვითარების გადაფარვას. საჭიროა ბევრად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა: გადასახადების შემცირება, მთავრობის ხარჯების შემცირება და რეგულაციების გაუქმება. თუმცა, ამ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება. ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”,– აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგალში გაურკვეველი სროლა და აფეთქებებია
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკო: გონიერი ადამიანები ვართ და თანამშრომლობის სქემებს მოვძებნით