“ნაციონალური მოძრაობა” დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
დიპლომატებს “ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი, გიგა ბოკერია და პარტიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე გიგა ბოკერიამ განაცხადა, პარტიის წარმომადგენლები დიპლომატებს ინფორმაციას მიაწვდიან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ესაუბრებიან ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ირგვლივ, ასევე ზოგადად მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხება პარტიებს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნის საკითხსაც. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიაჯამეთის დაცული ტერიტორის რეინჯერი წითელ წიგნში შეტანილი ნერგებს ყიდდა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი ქვეყანა