“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. პარტიის განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ სპეციალური განცხადებისას,ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას,მორიგი ტყუილი ამცნო, კერძოდ „სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშტმა 643 მლნ. ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 172 მლნ. ლარით მეტია“, როდესაც ხაზინის ოფიციალური მონაცემებით ნაშთი შეადგენს 370 მლნ. ლარს და პრემიერმა რატომღაც კომერციულ ბანკში განთავსებული გრძელვადიანი დეპოზიტის თანხები მათ შორის 2014 წლის 172,8 მლნ. ლარი და მიმდინარე წლის 99,9 მლნ. ლარი, რომელიც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით არის მიღებული (ანუ ნასესხები ფული) პირდაპირ მიათვალა ბიუჯეტის ნაშთს.
გარდა ამისა პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ამაყად განაცხადეს, რომ საგადასახადო შემოსავლები უპრეცენდენტოთ გადაჭარბებით შესრულდა 48 მლნ. ლარის ოდენობით, მაგრამ მთავარი მიზეზი არ განმარტეს რომ აღნიშნული საგადასახადო შემოსავლები ვალუტის კურსის გაუფასურებისა და ქვეყნის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენების ხარჯზე არის მიღწეული.
მხოლოდ ვალუტის კურსის გაუფასურებით ბიუჯეტმა სახადასახადო შემოსავლებში დაახლოებით 50 მლნ. ლარით მეტი შემოსავალი მიიღო და ამ თანხებს თუ გავითვალისწინებით შემოსავლები კი არ გადაჭარბდა, არამედ ვერ შესრულდა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში უცხვირო ბავშვი დაიბადა
შემდეგი სტატიაბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს