ნაციონალური მოძრაობა გაზპრომის საკითხის განხილვას უშიშროების საბჭოს სხდომაზე ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ნაციონალური მოძრაობა უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.

უმცირესობის განცხადებით, გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებების საკითხი ხელისუფლებამ სწორედ ამ ფორმატში უნდა განიხილოს.

ნაციონალური მოძრაობაში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკებს ხედავენ. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლება აზერბაიჯანულ გაზზე უარს უმიზეზოდ ამბობს.

„საქართველო წელიწადში მოიხმარს 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, აქედან სოკარის მილით მოგვეწოდება 1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ამ მილს აქვს პოტენციალი, რომ დღესვე მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში დაკმაყოფილდეს 1 მილიარდი კუბური მეტრით. საქართველოს მთავრობა თავისი პოლიტიკით უარს ამბობს სტაბილურ მომწოდებელთან, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე და გადადის სასაუბროდ იმ სახელმწიფოსთან, იმ კომპანიასთან, რომლებიც მუდმივად, ეკონომიკის მიუხედავად, პოლიტიკურ მიმართულებით მოქმედებენ,“ – აცხადებ ზურაბ მელიქიშვილი.

ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასუსტებისაკენ არის მიმართული.

„მოვუწოდებთ საქართვლოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, მოწვეულ იქნას უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება განხილული,“ – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაოთარ დანელიამ და დავით ნარმანიამ ყველის ფესტივალი გახსნეს