“ნაციონალური მოძრაობა” აშშ-ში ქართველი სამხედრო კურსანტების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ნაციონალური მოძრაობა” ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
“საქართველოსთვის დიდი დანაკლისია ასეთი წარმატებული ახალგაზრდების დაკარგვა – ახალგაზრდების, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ და ბევრი სასარგებლო საქმის საკეთებლად ემზადებოდნენ არა მარტო საკუთარი სამშობლოსათვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
ნიუ-ჯერსში ავარია, რომელსაც ქართველი კურსანტები ემსხვერპლნენ, გუშინ გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი – ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ. ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა
შემდეგი სტატიასაპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს