“ნაციონალულმა მოძრაობამ” მადლობა უნდა თქვას იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში”

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაციები, რომელსაც ნაციონალუირი მოძრაობა გეგმავს.

“მე მითხრეს, რომ სასამართლოსთან აპირებენ გარკვეულ პროვოკაციას, მე ვიცი, რომ ამაზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ . თითქოს ე.წ. რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რეალურად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები აპირებენ ბავშვების მიყვანას და შემდეგ პროვოკაციის მოწყობას. გაფრთხილებთ ყველას, ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციას”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ოპოზიციურ პარტიას მიმართვას და ბოლო შანსს აძლევს თავი დაანებონ პროვოკაციაზე ფიქრს და ბოდიში მოუხადონ საზოგადეობას. მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ იმას, რაც დაიმსახურეს.

“ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან თუ კანონს დაარღვევენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა თქვან იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შესაძლოა უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მათ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ მიუმართავს