ნაციონალებს 8 წელიწადში დაემართათ ის, რაც ოცნებამ 2 წელში ,,მოახერხა,,

,,2012 წლის 1 ოქტობრის არჩევნებამდე 1 თვით ადრე იყავი ჩამოსული საქართველოში, აქ არ ვცხოვრობდი. მეგობრებმა მითხრეს, აბა გაიკითხე შენს გარშემო ჩვეულებრივ ხალხში, ვინმეს თუ მოძებნი, ვინც ნაციონალებს ხმას აძლევსო. მართლა ვერავინ ვნახე. ძალიან გამიკვირდა, აშკარად რეალობისგან მოწყვეტილს. ეხლაც დაახლოებით იგივე ხდება, ძნელად ვპოულობ ვინმეს გარშემო, ვისაც ოცნება მოსწონს, ნელნელა შემომეფანტნენ. ერთმა ქოცმა – ბიძინა თავის ტყუილებში დაიკარგაო, მეორემ – რეალობა დაკარგაო, მესამემ – აშკარა ფოქსქეჩერიაო, მეოთხემ – კარგად თვითონ რომ არის, ჰგონია ყველა ეგრეაო, მეხუთემ – შოკუნიაში ვარო, მეექვსემ – გვეკაიფებიანო, მეშვიდემ – არ შეუძლიათ, რა ქნანო და ა.შ. ძალიან დიდი განსხვავება ისაა, რომ ნაციონალებს 7-8 წლის თავზე დაემართათ ის, რაც ოცნებამ 2 წელში „მოახერხა“. მოკლედ, თუ ასე თუ გაგრძელდა, 2016 წლის არჩევნებზე კრიტიკული მასა ნამდვილად იქნება ოცნების წინააღმდეგ,, წერს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიბიბილოვი საქართველოს რეაქციას ეხმიანება
შემდეგი სტატიაკიევში ქართულ-უკრაინულმა ორგანიზაციებმა რევოლუციურ მემორანდუმს მოაწერეს ხელი