„ნაციონალებს“ თავ-პირი უნდა უმტვრიო დღე და ღამე“

წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს–ზაზა პაპუაშვილი

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებს.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უზრდელები და დემაგოგები არიან.

„ყოველთვის ვგულშემატკივრობ კანონიერებას, სიმშვიდეს და პროფესიონალიზმს. აქ ყველამ კარგად იცის, რას იტანს ეს პარლამენტი ასეთი ადამიანებისგან და დემაგოგებისგან. ხალხიც დაიღალა. თუ არსებობს რამე კითხვები, გაეცით კანონის დონეზე პასუხები. წარმოუდგენელ რაღაცაში გადადის ეს ყველაფერი. ესენი მართლა უზრდელები, დემაგოგები არიან. გადადიან დაუკრეფავში. აბსოლუტურად მოწმენდილი ციდან გამოიყვანენ რაღაც სიტუაციას. თავ-პირი უნდა უმტვრიო ამათ დღე და ღამე. ბევრ რაღაცაზე კიდევ ვიკავებ თავს და ამას კანონიერად გაეცით პასუხი. დავიღალე მე პირადად, ერთი და იგივეთი. ჩვეულებრივად ვიჯექი კომიტეტის სხდომაზე და მოაწყვეს პროვოკაცია. არ მქონდა არანაირი სურვილი მათთან პოლემიკაში შესვლის”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ვახტანგ გომელაურს უსმენენ, დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და უმრავლესობას შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გია ბარამიძის დასმულმა კითხვამ გამოიწვია, სადაც ის “ქურდული სამყაროს” გააქტიურებაზე საუბრობდა.

banner
წინა სტატიაშიგანო მელითაური: კოტე თოლორდავა კაიფში არ გაპარულა
შემდეგი სტატია„ის რომ პრეზიდენტი გახდა, პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელიც ბავშვივით დაატარებდა“