ნაციონალები ივანიშვილს კლანური მმართველობის დანერგვაში ადანაშაულებს

პარლამენტის წევრმა უმცირესობიდან გივი თარგამაძემ,  ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი ჩაატარა, სადაც გარკვეული დოკუმენტებტან ერთად პარტიის განცხადებაც გაავრცელეს… განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ  ნდობით აღჭურვილი პირების სახელისუფლო სტრუქტურებში ჩასმაზე და ქვეყნის არაუფლებამოსილი პირთა  მიერ განხორციელებულ მართვაზეა საუბარი. ბრიფინგზე ჩამოთვლილ იქნა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთა გვარები და თანამდებობები…. ნაციონალები,  ივანიშვილს კლანური მმართველობის შემოღებაში ადანაშააულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

,,დღეს შეიძლება უკვე ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში არაუფლებამოსილ პირთა კლანი ჩამოყალიბდა. ამ ტენდენციას თავად ივანიშვილმა დაუდო სათავე, როდესაც პრემიერ მინისტრობიდან გადადგა, მაგრამ რეალურად ქვეყნის პირველ პირად დარჩა. ასევე ხელმძრვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ზვიად ჯანყარაშვილი, პროკურატურას ნაყაჩაღარი ფარცხალაძე, პარლამენეტს გია ვოლსკი. იგივე პრონციპით ბიზნეს საქმეებს ერთი მხრივ ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და ბიძინას საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი უგვარებენ, ეს უკანასკნელი ყოველგვარი ფორმალური სტატუსის გარეშე საერთაშორისო ეკონომიკურ მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას. შედეგად მივიღეთ ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის სისტემა, რომლის ყველაზე ნათელი მაგალითი ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანია, თუმცა ეს კლანი დღევანდელ რეალობაში გამონაკლისი არაა და ის უფრო ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილის თვალსაჩინო შედეგია. ამ სისტემის დაშლა შეუძლებელია ცალკეული პიროვნებების ან კლანების გამოცვლა-ჩანაცვლებით მას მთლიანი დეზინტეგრაცია სჭირდება. სწორედ ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადადგომას.,,  ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი – ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე გადაწყვეტილება ქვეყნის დამსახურების მიხედვით უნდა მივიღოთ
შემდეგი სტატიასტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული სკანდალში გაეხვია