ნაციონალები ბათუმის პორტთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობენ

ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის პორტთან მიმართებაში კორუფციული სქემა მუშაობს, რომელიც ერთი მხრივ ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განდევნას და მეორე მხრივ, ბათუმის ტერმინალის ე.წ. ბათუმის პატარა პორტისთვის სასათბურე პირობების შექმნას ითვალისწინებს.
,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამოაქვეყნა რამოდენიმე სქემა რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა მილიონებს ითვისებს საქართველოს ბიუჯეტისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე. მხედველობაში გვაქვს კორუფციული სქემები შემდეგ სფეროებში: გზის საფარის დაგება და რემონიტი, საფაოსტო გადაზიდვები, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება, მელიორაციის სისტემის განვითარება და რემონტი, აგრეთვე ინიციატივები „აწარმოე საქართველოში“ და „თანაინვესტირების ფონდი“.
ყველა ამ სქემას რამოდენიმე ნიშანი აერთიანებს: 1. ხდება სფეროს მონოპილიზირება, ძირითადად მთავრობის ჩარევით, კანონის მიღებით და/ან მთავრობის გადაწყვეტილებით; 2. მონოპოლიზირებული სფერო სამართავად გადაეცემა კომპანიას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს უახლოეს ნათესავს ან მასთან დაახლოებულ პირი ხელმძღვანელობს; 3. ამ კომპანიის მეშევეობით ხდება საბიუჯეტო თანხებისა და/ან სახელმწიფო ქონების გადადინება კერძო პირების ჯიბეებსა და მათ მფლობელობაში; 4. ხშირ შემტხვევაში გარიგებაში ჩათულები არიან ოდიეზური უცხოელი ბიზნესმენები და რუსული კომპანიები.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი მაგალითი – ბათუმის პორტი. ცნობილია, რომ ბათუმის პორტი „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდიგნის“ მფლობელობაშია, რომლის მმართველიც ყაზახური „ტრანსგაზოილია“. ბათუმის პორტი წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა და სახელმწიფოს ბიუჯეტში მილიონობით ლარი შექონდა. პრობლმები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო როდესაც პორტის მმართველად ტალგატ ბაიტაზიევი დაინიშნა. კერძო კომპანიაში საკადრო გადაწყვეტილებები ამ კომპანიის საქმეა, მაგრამ ამ შეთხვევაში აღსანიშნავია ერთი გარემოება ბატონი ბაიტაზიევი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა არაღიარებულ „დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში“ და თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დნესტრისპირელ სეპარატისტებთან ერთად განხორციელებულ კონტრაბანდისტული და კორუფციული ოპერაციების შედეგად მოიპოვა.ამ შემთხვევაში მთავრობას გააჩნდა ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტები რათა არ დაეშვა ისეთი სტრატეგიულ ობიეტის, როგორიც ბათუმის პორტია, მმართველად სეპარატისტებთან დაკავშირებული და საეჭვი რეპუტაციის მქონე პიროვნების დანიშვნა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ბატონი ბაიტაზიევი კორუფციული სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ეს სქემა, ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის უშუალო მონაწილეობით ხორციელდებოდა. ბატონი ბაიტაზიევი საკუთარი კომპანიის გამკოტრებლის როლისთვის ერთადერთი შესაფერისი ფიგურა იყო. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბაიტაზიევს პრობლემები ყაზახეთშიც დაეწყო სადაც დაიწყო ძიება დამნაშავეთა ჯგუფის წინააღმდეგ, ხომელიმაც ყაზახური სახელმწიფოს ათობით მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, ხოლო ბატონი ბაიტაზიევი ამ დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ყაზახეთში გამოძიების დაწყების შემდეგ ბატონი ბაიტაზიევი თავს ხსენებულ არაღიარებულ დნესტრისპირეთში და კვიპროსში აფარებს.
კორუფციული სქემა ერთი მხრივ ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განდევნას და მეორე მხრივ, ბათუმის ტერმინალის ე.წ. ბათუმის პატარა პორტისთვის სასათბურე პირობების შექმნას ითვალისწინებდა. ამ სქემის განსახორციელებლად ბათუმის პორტმა ექსკლუზიური კონტრაქტი გაუფორმა კომპანია ვაიბრო დიაგნოსტიკს, რომელიც პარალელურად ბათუმის პატარა პორტის მმართველი კომპანიაა. ვაიბრო დიაგნისტიკმა ბათუმის პორტში საკუთარი რეზერვუარები ააშენა და საქართველოს ბაზრისთვის არარეალურად მაღალი ფასები დააწესა, მეორე მხრივ ბათუმის პატარა პორტმა საბაზროზე 25% დაბალი ფასების დაწესებით ტვირთების გადაზიდვაზე ფაქტობრივი მონოპოლია აიღო. ამის შემდეგ უკვე მზა სქემაში საინტერესო ცვლილებები ხდება:
1. ვაიბრო დიაგნოსტიკის სათაო კომპანიის Vibro Diagnostic – F.Z.E-ს 70% რუსული კომპანია ლუკოილის გენერალური დირექტორის შვილის ოთარ ქათამაძის მფლობელობაში გადადის და ბატონი ქათამაძე ვაიბრო დიაგნოსტიკის დირექტორი ხდება;
2. ლუკოილ-საქართველოში დირექტორის მოადგილედ ყოფილი პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის დედაშვილ უჩა მამაცაშვილის წარმომადგენელი ოთარ ფარცხალაძე ინიშნება. ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვლმა პირადად დაურეკა ლუკოილის მფლობელ ალეკპეროვს და წარსულის დამსახურებისთვის ფარცხალაძის დასაქმება სთხოვა. თუმცა დღეს უკვე შეიძლება დამანდვილებით ვთქვათ, რომ ამის რეალური მიზეზი სწორედ კორუფციული სქემის შექმნა იყო. ფარცხალაძის როლი სასამართლო დავის დროს მოსამართლეებთან „ურთიერთობის დალაგება“ იყო;
3. ლუკოილმა გადაზიდვები ფოთის პორტიდან ბათუმის ტემინალში გადმოიტანა. როგორც ავღნიშნეთ ამით მას ფასი შეუმცირდა, ხოლო ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.
ყაზახურმა მხარემ ტალგატ ბაიტაზიევი მოხსნა დირექტორის თანამდებობიდან, თუმცა კაბალური ხელშეკრულები პირობები ვეღარ შეცვალა. უფრო მეტიც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების ვაიბრო დიაგნოსტიკის საჩივარის საფუძველზე ყადაღა დაადო(ამონარიდი განჩინებიდან):
1. ყადაღა დაედოს შპს ,,ბათუმი ტერმინალსის” (HE 184636) 100%-იან წილს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალში” (ს/კ 245432544).
2. ყადაღა დაედოს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის” (ს/კ 245432544) მართვის უფლებას შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” წილის 100%-ზე.
3. ყადაღა დაედოს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის” (ს/კ 245432544) საკუთრაბაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე – ბათუმი, ქუჩა მაიაკოვსკი, №4, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 299 112.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.16.004.
გარდა ამისა განჩინებაში სპეციალურად ჩიაწერა, რომ ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს ვაიბრო დიგნოსტიკისა და ლიბრა თრეიდინგი FZC-ს საქმიანობას.
სასამართლოს განჩინების კვალდაკვალ საქმეში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ფინანასთა სამინისტრო ერევა, რომელიც ყაზახურ მხარეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შედეგად ბათუმის პორტის დირექტორის თანამდებობას ზურაბ შუარღაია ინიშნება, რომელიც კიდევ ერთი ოდიოზური, ამჯერად უკვე ქართველი, ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის კადრია. ამით ვანო ჩახარტიშვილმა თავისი წილი მიიღო კორუფციულ სქემის შემუშავებისთვის, იდეის მიწოდებისთვისა და მასში ოთარ ქათამაძის ჩართვისთვის.
ივანიშვილის კლანის მიერ ბათუმის პორტის ხელში აღების შემდეგ სასამართლო დავა გარიგებით წყდება. ამ გარიგების შედეგად რუსული ლუკოილი და მისი შვილობილი ორი კომპანია საქართველოში საწვავის შემოტანის ფაქტობრივი მონოპოლისტები ხდებიან.
სახელმწიფო რეკეტის საპასუხოდ ყაზახურმა მხარემ უარი თქვა თავის მონაწილეობაზე საპარტნიორო ფონდში და მილიარდ დოლარიან ინვესტიციაზე, რომელიც მათ საქართველოს ეკონომიკაში უნდა გაეკეთებინათ.
და ბოლო შტრიხი 2015 წლის 30 მარტს კომპანია ვაიბრო დიაგნოსტიკი მმართველობაში გადაეცა შპს „ჯიარ ტრანს-შიფმენთი“, რომლის 100% დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზა. საქართველოს რკინიგზა კი უჩა მამაცაშვილის საკურატორი სფეროში შედის.

სახეზეა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოლიგარქიულ-კორუფციული სქემა, რომლის საშუალებითაც მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად ივანიშვილის და მასთან დაახლოებული კლანის ჯიბეებში მიედინება. ერთი ადამიანის გამდიდრების ხარჯზე ბიუჯეტი კარგავს მილიონობეს, ხოლო საქართველოს ეკონომიკა კი მილიარდებით ინვესტიციებს.,, აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრთან მის შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიაკოორდინაცია ერთ-ერთი პრობლემური საკითხია