“ნაციონალების” წინადადება სავიზო რეგულაციების შესარბილებლად

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“უმრავლესობა და თვით ივანიშვილიც აღიარებს, რომ ეკონომიკური დაღმასვლის, უმუშევრობისა და ლარის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი მავნებლური სავიზო რეგულაციებია,” – ეს განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

კანდელაკი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციტივით, მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ადვილი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანაობა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ასევე ამბობს, რომ მთელი რიგი ქვეყნებისთვის უნდა გაუქმდეს სავიზო შეზღუდვები, რათა ტურიზმი განვითარდეს.

ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის ახალ სავიზო რეგულაციებს ითვალისწინებს კანონპრექტი, რომელსაც დღეს პარლამენტში განიხილავენ.

საკანონმდებლო ინიციატივა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის და დღეს მასზე კომიტეტების დონეზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: გადასახადების შემცირებაზე ვმუშაობთ
შემდეგი სტატიატელეკომპანია “მაესტრო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს