ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, – ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
რაც შეეხება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთს, იქ ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში “ღირსების მარშში” მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით