ნატო-ს გენერალური მდივანი დავით უსუფაშვილს მადლობას უხდის

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მადლობას უხდის. ამის შესახებ “თაიმერს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
“მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი დელეგაციის მიღებისთვის თბილისში. მადლობას გიხდით, ჩვენს შეხვედრაზე საპარლამენტო პარტიების როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლების ჩართულობისთვის.
მივესალმები პარლამენტში არსებულ კონსენსუსს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმოადგენს მყარ საფუძველს იმისა, რომ თქვენს ქვეყანაში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას შორის მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდეს. მსურს, მადლიერებით აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის დროს პარლამენტმა ქართული დემოკრატიის მშენებლობაში უფრო ძლიერი როლი შეიძინა.
წარმატებებს გისურვებთ უფრო ძლიერი პარლამენტის ჩამოყალიბებასა და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში ქართველი ხალხის სასარგებლოდ”, – ნათქვამია იენს სტოლტენბერგის სამადლობელ წერილში.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე საზოგადოებას სკოლებში გამოვლენილი გადაცდომების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაკლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს შეეფერება