ნატო მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად

,,რუსეთის მოქმედებები უკრაინაში მოულოდნელი აღმოჩნდა ნატოსთვის… ამიტომ ალიანსმა უნდა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ  მზადაა პასუხი გასცეს რუსეთს,, განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის მეთაურმა, ჩეხმა გენერალმა პეტერ პაველმა დასავლურ სააგენტოებტან საუბრისას.

,,ჩვენ, მის მიერ განხორციელებული ზეწოლის  პროპორციულად უნდა ვუპასუხოთ კრემლს… და ასე მივცეთ სიგნალი, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ძალა გამოვიყენოთ,, აცხადებს ნატოს სარდალი პაველი.

ნატოს შესაძლო ქმედებებზე ისაუბრა აგრეთვე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მთელი ევროპული ნაწილი, აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდებზე განლაგებული ფრთოსანი რაკეტების დარტყმის ზონაში ხვდება.

,,საუბარია რუმინეთში და პოლონეთში განლაგებულ მიწისზედა ანტისარაკეტო კომპლექსზე ,,იჯის-ეშორ,, და ვერტიკალური გაშვების უნიკალურ სარაკეტო კომპლექსზე ,,МК-41,, რომელსაც შეუძლია ანტირაკეტა ,,სტანდარტ-3,,ს გარდა ,,ტომაჰავკის,, ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვებაც. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთის სიახლოვეს მყოფი ყველა საზღვაო ძალების ხომალდიც ანალოგიური  სარაკეტო გამშვები მოწყობილობებით არიან აღჭურვილი, აშკარაა, რომ რუსეთის მთელი ევროპული ნაწილი, ამერიკული ფრთოსანი რაკეტების მოხვედრის ზონაშია,, აცხადებს რუსული გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა, რუსულ მედიასთან საუბრისას.

 

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები თანხვედრაშია-ბიძინა ივანიშვილი