ნატო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების და მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდას ადასტურებს

ნატო-ს გენმდივანი, იენს სტოლტენბერგი, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროებისა და მძიმე აღჭურვილობის რაოდენობის ზრდას ადასტურებს.

ამის შესახებ ნატო-ს გენმდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და რუსეთს მოუწოდა, უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს და სეპარატისტების მხარდაჭერა შეწყვიტოს.

სტოლტენბერგის განცხადების შესახებ ინფორმაციას “უნიანი” ავრცელებს.

“რასაც ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ახორციელებს საზღვარზე დიდი რაოდენობით ჯარების გადაადგილებას. ციფრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, შემიძლია, ვთქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსი სამხედროები არიან და ასევე ვხედავთ მძიმე შეიარაღებას და რუსული აღჭურვილობის რაოდენობის ზრდას. ჩვენ ვსაუბრობთ ტანკებზე, არტილერიაზე, ჯავშანმანქანებზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე,” – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების ყოფნა აღმოსავლეთ საზღვარზე ხელს არ უწყობს მშვიდობიან დარეგულირებას.

“მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას,” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონის სოფლებში ყოველდღიურად სპეცოპერაციები ტარდება- უახლესი ინფორმაცია ცხელი წერტილიდან
შემდეგი სტატიაგლეხებს სანქციები დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებენ