ნატო აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის საწინააღმდეგო შტაბებს ხსნის…

პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი… ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც მომავალი წლის ივლისში დაგეგმილი ნატოს სამიტისათვის, სრულ  მზადყოფნაში მყოფი ნატოს შტაბები უნდა ამუშავდეს.

ნატოს ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნებში ნატოს ახალი შტაბების გახსნა მიზნად ისახავს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების დაგეგმარებისა და წვრთნების კოორდინაციას… ამასთანავე, ექსპერტების აზრით, ნატომ ამ ნაბიჯით არაორაზროვანი ნიშანი  მისცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომ ის ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული ზეგავლენის გაძლიერებას და ამ ქვეყნების მიმართ აგრესიას უპასუხოდ არ დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ზემოაღნიშნული ქვეყნის ნატოურ შტაბში 40 ხელმძღვანელი სამხედრო პირი შევა… აქედან 20 ადგილი კი, მასპინძელი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტდება.

ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შტაბების გახსნის ამ განცხადებას წინ უძღოდა ნატოელი გენერლის პეტრ პაველის განცხადება, აგრესიის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, რომელიც დასავლელმა ექსპერტებმა შეაფასეს როგორც სენსაცია… თუმცა პაველი ერთადერთი არ პიროვნება არ ყოფილა ნატოს მხრიდან, რომელმაც მოსალოდნელ ატომურ ომზე ისაუბრა… ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა წამყვანმა ანალიტიკოსმა ჯონ შინდლერმაც საკმაოდ სერიოზული განცხადებები გააკეთა მოსალოდნელ მესამე მსოფლიო ომზე.

თავის მხრივ, ნატოს მოქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთმა უკვე გასცა პასუხი თავისი განცხადებით ევროპის შუაგულში, კალინინგრადში ,,ისკანდერების,, განთავსების შესახებ… ექსპერტების აზრით, ,,ისკანდერებს,, თავისუფლად შეუძლიათ გადაიტანონ საკუთარ რაკეტებზე ბირთვული ქობინები… თუმცა ბირთვული ქობინების გარეშეც ისინი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ევროპაში განთავსებული ანტისარაკეტო სისტემებისთვის.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისაემიგრაციო კრიზისი ევროკავშირს დაშლით ემუქრება…
შემდეგი სტატია,,პროექტი – წინ ევრაზიული კავშირისაკენ – ახალ ფაზაში შევიდა,, – ირინა სარიშვილი