“ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში – უპრეცენდენტო ნაბიჯი” – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული “ბიბისი” სტატიას

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალურ მდივნს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე“ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში – უპრეცენდენტო ნაბიჯი” – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული “ბიბისი” სტატიას.

ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც სტოლტენბერგის საქართველოში ჩამოსვლით დაიწყო, საქართველოს ხელმძღვანელ პირებთან გაიმართება შეხვედრები, მათ შორის პერზიდენტთან და პრემიერთან.
ნატოს გენერალური მდივარი იენს სტოლტენბერგი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მონაწილეობას იღებს ერთობლივი, საქართველო-ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნაში.
საწვრთნელი ცენტრის საქართველოში გახსნა ე.წ. “ძირითადი” ღონისძიებების პაკეტის ნაწილია, რომელიც გასული წლის სექტემბერში უელსის სამიტზე დაპირებად მიიღო საქართველომ.
“თავისი მასშტაბით, ფუნქციით და მნიშვნელობით ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იქნება ერთობლივ პროექტებს შორის, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ უელსის სამიტის ფარგლებში… ვფიქრობ, 27 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებები, საბოლოო ჯამში არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს” – ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ერთობლივი ცენტრის “ინაუგურაციამდე”.

1-analit-new-nato

საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით, არამედ, საქართველოს ალიანსისკენ სწრაფვის საქმეში.
საქართველოს ნატოში წარმომადგენელის ალექსანდრ მაისურაძის თქმით, სტოლტენბერგის ვიზიტი პირველ რიგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია და იმის დამოწმება, რომ ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უკავია.
“ეს იმის პოლიტიკური გზავნილია, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიის პროცესს და ასევე ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას” – განაცხადა მან. მისი აზრით, ერთობლივი ცენტრი მნიშვნელოვანია, როგორც უელსის პროექტიო და როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გაზრდის პროცესი.

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის აზრით, უელსის სამიტის გადაწყვეტილება უპრეცენტენტოა: “ეს პირდაპირი პრაქტიკული ნაბიჯია თანამშრომლობისკენ, მათ შორის სამხედრო სფეროში” – ამბობს სესიაშვილი ბიბისისთან.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა ერთხელ აღნიშნეს, რომ ცენტრი არ არის სამხედრო ბაზა და ის არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივლისში ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებაზე განაცხადა, რომ “ალიანსის სურვილი საველე ინფრასტრუქტურის შექმნის და რეგულარული სამხედრო სწავლებების შესახებ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს”.
მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის მიერ გაკეთებული განცხადებებით, ისინი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გეგმებთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ “ამ მიმართულებით სვლა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის საშიშროებას წარმოადგენს”.
სესიაშვილის თქმით, მოსკოვს კარგად ესმის, რომ სასწავლო ცენტრის გახსნა რუსეთისთვის არანაირი საფრთხის მატარებელი არ არის, ქართველი სამხედროების წვრთნები კი, ცენტრის გახსნამდეც მიმდინარეობდა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი მუჩაიძის თქმით, მსგავსი ცენტრის საქართველოში გახსნა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ძალისხმევის ინტენსიფიკაციაზე მიუთითებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში, რომელიც ნატოს წევრი არ არის, მსგავსი ცენტრის გახსნა უპრეცენდენტო ნაბიჯია – განაცხადა მუჩაიძემ.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინოში საღებავი აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაჟურნალისტების მკვლელმა თავისი საქციელი ახსნა