ნატოს სამხედროებმა რუსეთის საზღვართან აღლუმი ჩაატარეს

620_400_1424870942-3254,,იმისათვის, რომ მოსკოვიდან მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა ეჩვენებინათ, ამერიკელმა, ბრიტანელმა, ესპანელმა და ჰოლანდიელმა სამხედროებმა ესტონელ კოლეგებთან ერთად, ტექნიკის თანხლებით სამხედრო არლუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ნარვაში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. აღლუმში სულ 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე ღებულობდა მონაწილეობას,, იტყობინება ბრიტანული პრესა
ბრიტანული მედიის აზრით ქალაქი ნარვა, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 300 მეტრში მდებარეობს, 60. 000 მაცხოვრებელს ითვლის, რომელთაგან უმეტესობა ეთნიკურად რუსია და სწორედ აღმოსავლეთით ეს ქალაქი ითვლება კრემლის პოტენციურ სამიზნედ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინიდან თავის ,,ყურადღებას,, ბალტიისპირეთისკენ გადაიტანს.
,,უკრაინის მოვლენებმა, რომელმაც მთელი მსოფლიო გააღვიძა, ნათლად გვიჩვენებს, რომ თავდაცვას და უსაფრთხოებას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ,, განაცხადა ესტონეთის თავდაცვითი ძალების სარდალმა რიხო ტერასმა.gol

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კონტრდაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიაჯონდი ბაღათურია-„ახალ სახეებს კლუბებში რომ ეძებენ არ მოგწონთ ?