ნასვამ მდგომარეობაში მუშაობა და ნარკოტიკების მოხმარება- სამართალდამცავებმა ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი დააკავეს

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი ირაკლი ცაავა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი ირაკლი ცაავა დააკავა , რომელიც სამსახურის საათებში ნასვამ მდგომარეობაში არაერთხელ იყო შემჩნეული, ასევე არაოფიციალური ინფორმაციით ირაკლი ცაავა შემჩნეული იყო ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაში.

ცნობისთვის ირაკლი ცაავას კონფლიქტი პოლიციის თანამშრომლებთან არა ერთხელ მოსვლია, ერთ-ერთი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ანაკლიის განყოფილების ყოფილ უფროსთან ალანიასთან, ირაკლი ცაავას მეგობარი გოგოს გამო მოუვიდა.

აღნიშნული ჩხუბის გამო ალანია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიქართული მაფია საბერძნეთში გავლენას ზრდის
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პრემიერმა რეფერენდუმის შედეგები ვლადიმერ პუტინთან განიხილა