ნასამართლევი პირი საბრძოლო მასალის უკანონო ფლობის ფაქტზე დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბორჯომში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გლუვლულიანი სანადირო თოფი 81 საბრძოლო ვაზნით, “ვალტერის” სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: 2014 წელი “შავი წელი” იყო ევროპის უსაფრთხოებისთვის