დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზის კარი, რომელშიც ნარმანია იმყოფებოდა ჟურნალისტებისთვის ჩაკეტეს და მერი საკუთარ კაბინეტში სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა.
დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა, რომელმაც განაცხადა, რომ არ სურს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა და დაელოდება გამოძიების შედეგებს.