ნარმანია, მოგვისმინე და ეგებ მოგეწონოს რასაც გეუბნებით!!!

ნარმანია, მოგვისმინე და ეგებ მოგეწონოს რასაც გეუბნებით!!!

ჩანასახშივე მკვდარია თუ არა თბილისის მერის ინიციატივა მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის შესახებ? არის თუ არა გამოსავალი ეს და რეალურად როგორ შეიძლება ქალაქის განტვირთვა? რატომ უგულებელყო დავით ნარმანიამ მეცნიერების წინადადება და რა შედეგს მოიტანს ის დაპირისპირება რაც ნარმანიასა და საკრებულოს შორის არის უკვე დაწყებული? რატომ არ აქცევს ყურადღებას თბილისის მერი მეცნიერებს? მითუმეტეს, რომ: „თბილისის მერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობისას, მეცნიერთა ჯგუფის (აკად. არჩილ ფრანგიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ახობაძე და პროფ. გოჩა მიქიაშვილი) სახელით გადავეცი მასალა, რომელშიც ასახული იყო ჩვენი მუშაობის შედეგები და წინადადებები ურბანული სისტემების მათემატიკური მოდელირებისა და მართვის საკითხებზე. როგორც ირკვევა, აღნიშნული მასალა-ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქალაქის შესაბამისი სამსახურები დაინტერესებულიყვნენ ჩვენი შედეგებითა და წინადადებებით (ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ პრობლემებზე 1990 წლიდან დაწყებული გამოქვეყნებული გვაქვს უამრავი სამეცნიერო შრომა და მონოგრაფია)“, – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი მერაბ ახობაძე:

ნარმანია, მოგვისმინე და ეგებ მოგეწონოს რასაც გეუბნებით!!!
_ ქალაქი, როგორც ურბანული სისტემა, წარმოადგენს საზოგადოებრივი განვითარების ყველა სფეროს მატე-რიალურ ასახვას, რომლის ფორმირება მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, _ ამბობს ჩვენთან საუბარში ბატონი მერაბი, _ ქალაქი წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, იგი მოიცავს და აერთიანებს პროექტებს, იდეებს, სტიქიურ მოვლენებს, შემთხვევით და დაგეგმილ პროცესებს.იგი მოიხმარს მატერიალურ, ფინანსურ, ინტელექტუალურ და სხვა რესურსებს. `იცილებს~ მის მიერვე გადამუშავებულ მატერიალურ რესურსებს, გამოყენებულ პროდუქტებს (საწარმოო ნარჩენები, გადამუშავებული წყალი და სხვა.). დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის 51 % ქალაქებში ცხოვრობს. 2050 წლისათვის კი მთელი მოსახლეობის 2/3 იცხოვრებს. ქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია გაცილებით მეტი ტერიტორია ვიდრე მას უკავია. დადგენილია, რომ ლონდონის მოსახლეობის გამოკვებისათვის საჭირო სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის, აუცილებელია 125-ჯერ მეტი ტერიტორია ვიდრე ახლა მას უკავია. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მიწის, ნედლეულის და ა.შ. სხვა რესურსები კატასტროფულად მცირდება, რაც მოითხოვს ჩვენგან ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას. რადგანაც, არც დრო გვაქს და არც რესურსები იმისათვის, რომ შემდგომში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლებოდეს.
_ ქალაქში მხოლოდ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაა პრიორიტეტი. აი, მათემატიკის ინსტიტუტის შენობა ჩამოინგრა…
_ ამ თემაზე „თაიმერს“ ჰქონდა მასალა და ამიტომ არ შევჩერდები. ბოლო რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს ქალაქებში მიმდინარე სამშენებლო პროცესები, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მოსახლეობის თვითშემოქმედების (1990-2003), ინვესტორთა მოთხოვნების შეუზღუდავი განხორციელების (2004-2008) და ბოლოს პოლიტიკური ურბანიზმის ზეობის პერიოდი. მიტაცებულია ფეხით-მოსიარულეთა ბილიკები, საზოგადოებრივი სივრცეები, უგულვებელყოფილია მოსახლეობის კანონიერი ინტერესები. სახეზეა დაუბალანსებლობა საზოგადოების სხვადასხვა ფენების და ჯგუფების (ხელისუფლება, საზოგადოება, ბიზნეს-ინტერესები) მოთხოვნებს შორის. თანამედროვე არქიტექტურა სოციალური პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული.

ნარმანია, მოგვისმინე და ეგებ მოგეწონოს რასაც გეუბნებით!!! ამიტომ ქალაქების (ზოგადად _ ურბანული სისტემების) განვითარების, რეკონსტრუქციის პროექტის შექმნისას ურბანისტებს ევალებათ, გაითვალისწინონ და განახორიელონ სხვადასხვა კატეგორიებით მოაზროვნე და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მრავალი მიმართულების სპეციალისტების: სოციოლოგების, ეკოლოგების, იურისტების, დემოგრაფების, ეკონომისტების და სხვა რეკომენდაიები, რჩევები, აზრები და შენიშვნები. სხვადასხვა ენაზე მოაზროვნე სპეციალისტების ერთ ენაზე დაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მათემატიკის საშუალებით. აუცილებელია, რომ არქიტექტორებმა და ურბანისტებმა განჭვრიტონ, თუ როგორი იქნება საზოგადოება მრავალი წლის შემდეგ, როგორი იქნება: ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა და ა.შ. ქალაქების და რეგიონების განვითარების კონცეფცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს როგორც კონსერვატულ, ასევე ახალ, დინამიკურ ფაქტორებს. თითოეული სახლის, კვარტლის აშენება, რეკონსტრუქცია უნდა იწყებოდეს მიზნის ჩამმოყალიბებით, ხოლო მიზანი უნდა იძენდეს შესაბამის ფორმას. სოციალური სისტემების სხვადასხვა პროცესების ურთიერთქმედებათა კანონების არაწრფივობა წარმოადგენს თვითორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს პირობას დროსა და სივრცეში. რაოდენობრივი ცვლილების გადასვლა თვისობრივში და პირიქით ეფუძნება დიალექტიკის კანონს. ანუ, რაოდენობრივი ცვლილების დროს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს. კერძოდ, შეიძლება ქალაქმა “შეიძინოს” ისეთი ფუნქცია, რომელიც ადრე მას არ გააჩნდა. ან წარმოიშვას ისეთი პროცესი, რომლის მართვა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე აუცილებელია თვალი მივადევნოთ საქალაქო სისტემაში მიმდინარე პროცესების რაოდენობრივ მახასიათებლებს, რათა სახიფათო არეში მათი “შეჭრისას” ან მიახლოებისას მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა საფუძველი არ დაედოს ისეთ მოვლენებს. რომლებიც შემდგომ კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. ექსპერტული სისტემა საშუალებას გვაძლევს პროგნოზირება გავუკეთოთ აღნიშნული პარამეტრების სიდიდეებს და გვაძლევს რეკომენდაციებს იმ ქმედებათა თაობაზე, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ავიცილებთ ყოველგვარ კატაკლიზმებს (ჩერნობილში კატასტროფულად განვიტარებული პროცესები, სწორედ ასეთი ექსპერტული სისტემის უქონლობის შედეგი იყო. ქალაქის დამპროექტებლების მიერ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ზოგადსისტემური კანონზომიერებანი, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ქალაქი, როგორც სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ერთი მთლიანი, დაუ-ყოფელი დინამიური ერთობაა. მასში ყველაფერი ურთიერთაბავშირში და ურთიერთდამოკიდებულებაშია, ამასთანავე ყველაფერი კონფლიქტურია. ადამიანის არსებობისათვის კომფორტული, დაბალანსებული, მდგრადი სტრუქტურების შექმნა კი შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებულთა ერთიანობით, მათი ერთობლივი ქმედებით. თანამედროვე მეცნიერული მიმართულების ქაოსის თეორიის თანახმად, ჩვენს მიერ დაშვებულ პატარა შეცდომას, შეიძლება შემდეგში მოყვეს გამოუსწორებელი შედეგები. რისი მოწმენიც გავხდით კიდეც მრავალჯერ… აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების პრინციპი გვავალდებულებს შევქმნათ ისეთი ექსპერტული სისტემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, შევაფასოთ ქალაქის, რეგიონის დაპროექტების და რეკონსტრუქციისათვის მიღებული ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება. რათა არ დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც შემდგომ კატასტროფამდე მიგვიყვანს.
_ მერს რატომ არ ჩააყენებთ საქმის კურსში?
_ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქალაქის მერის სტუმრობისას, მას გავახსენე: თქვენი მინისტრობის დროს კვიპროსში სტუმრობის შემდეგ განაცხადეთ, რომ კვიპროსის ხელისუფლება დაგვპირდა დაგვეხმაროს ქალაქების დაგეგმარებისა და მართვისათვის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული სისტემის გადმოცემის თაობაზე. ყოველი ექსპერტული სისტემის საფუძველს კი შეადგენს შესაბამისი პროცესების- სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული და სხვა მათემატიკური მოდელების ერთობლიობა, რომელიშიც ერთდროულად, სისტემურედ აისახება თითოეულის ზეგავლენა სხვა დანარჩენებზე.

ნარმანია, მოგვისმინე და ეგებ მოგეწონოს რასაც გეუბნებით!!!ქალაქის ფუნქციონირების იმიტაციური მოდელი საშუალებას გვაძლევს, არა მარტო ოპერატიულად შევაფასოთ ქალაქში მიმდინარე პროცესები, არამედ განვსაზღვროთ ქალაქის სტრატეგიული მართვის პოლიტიკა და დროულად მოვახდინოთ რეაგირება წარმოქმნილ სიტუაციაზე. მიზანდასახულად, სისტემური მიდგომის საფუძველზე, ჩვენს მიერ არჩეული კრიტერიუმის მიხედვით, ვმართოთ სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა პროცესები. ქალაქი მიეკუთვნება სტოქასტიკურ-დეტერმინირებულ სისტემათა კლასს და აქედან გამომდინარე მისი შესწავლა აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი მათემატიკური აპარატის გამოყენებით. ქალაქის როგორც რთული სისტემის მდგომარეობა არ უნდა შევაფასოთ მხოლოდ ერთი კრიტერიუმით. რადგანაც, ქალაქის გარემოს გაუმჯობესებას ერთი რომელიღაც კრიტერიუმით, ხშირად მივყევართ მის გაუარესებამდე სხვა კრიტერიუმის მიხედვით. ამისათვის აუცილებელია განზოგადოებული კრიტერიუმის ფორმირება, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ქალაქის სისტემების დაგეგმარების კონკრეტულ ამოცანაზე. მრავალფაქტორიანი კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება კი შეუძლებელია მათემატიკის, თანამედროვე მართვის თეორიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. ქალაქის დაგეგმარება და მართვა არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება მათემატიკისა და ინფორმააციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. დღეს რაღაცა კარგია, რომელმაც შეიძლება ხვალ არ ივარგოს. მაგალითად, ავაშენეთ უნივერმაღი თავისუფლების მოედანზე, მაგრამ არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არადა, იქ მისულ ადამიანს სჭირდება მანქანის პარკირება, საჭიროა კვების ობიექტები და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. ახალ გზას, მის ეკოლოგიურ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ჩემი აზრით, მან არც იმ დანიშნულებას გაართვა თავი, რისთვისაც გაკეთდა. ყველას უნდა ეკონომიურად სწრაფად მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. ახალი გზით კი დრო უფრო მეტად გვეკარგება. გეოლოგი, ქართული საინჟინრო გეოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი გიორგი ჯაფარიძე, ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ, თავის “თბილისის საინჟინრო გეოლოგიაში” წერდა: “განსაკუთრებით რთულად უნდა ჩაითვალოს ტბისეული დანალექების გავრცელების არეალი (მდინარე ვერეს ხეობა), სადაც 1934 წლიდან დაწყებული მეწყრული წანაცვლებები რელიეფის დეფორმაციას იწვევს. ტბისეული დანალექების გავრცელება მტკვრის თანამედროვე დონის ქვემოთ ჩვენ დავადგინეთ 1935 წელს და დავადასტურეთ 1951-1974 წლების შრომებში. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს იმ შემთხვევებში, როცა ეს ტერიტორიები განაშენიანებისთვის ან მიწისქვეშა მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.” მეცნიერებამ ჯერ კიდევ 80 წლის წინ დაადგინა რომ საინჟინრო-გეოლოგიური რისკების თვალსაზრისით ვერეს ხეობა განსაკუთრებით რთული იყო, შესაბამისი გაფრთხილებაც გაკეთდა. სახელმწიფოს მართვისას (ბუნებრივია არამარტო სახელმწიფოს მართვისას) მართვის მეცნიერული მიღწევების უგულებელყოფას სახელმწიფო (სისტემა) ნგრევამდე მიჰყავს.
_ ახლი გზების გაყვანაზე მიდის მსჯელობა.
_ საოცარი, თუ საინტერესო ისაა, რომ ხშირად ახალი გზის გაყვანას, სატრანსპორტო ნაკადის გაუარესება მოყვება ხოლმე. ყოველი ახალი გზა თითქოს უნდა აუმჯობესებდეს მდგომარეობას, მაგრამ ზოგჯერ, ახალი გზის გაყვანა პრობლემას კიდევ უფრო ზრდის – ახალი გზის გაყვანის შემდეგ ორ პუნქტს შორის გადაადგილებისათვის საჭირო დრო იზრდება. ასეთი სიტუაცია, ცნობილია ბრაესის პარადოქსის სახელწოდებით. რეალურად ასეთი რამ მოხდა გერმანიაში, კერძოდ შტუტგარტში 1969 წელს გადაკეტეს ახალი გზა ხოლო ნიუ-იორკში 1990 წელს დაკეტეს 42-ე ავენიუ და მხოლოდ ამის შემდეგ შემცირდა საცობები ამ რაიონში. საკმაოდ იოლად შეიზლება ვაჩვენოთ, რომ ვერეს ხეობაში ახალი გზა არ აუმჯობესებს სატრანსპორტო სიტუაციას. საგზაო ინფრასტრუქტურის სიმძლავრის გაზრდისას.მაგალითად ახალი გზის გაყვანისას, და იმ დროს, როდესაც მძღოლები თავად ირჩევენ მარშრუტს, შეიძლება გაიზარდოს გადაადგილების დრო. აუცილებელია მძღოლების მართვა, ფასიანი გზის მონაკვეთის შემოღება (მითუმეტეს თბილისში საოცრად დიდი რაოდენობის ტაქსია), სამსახურების დაწყება სხვადასხვა საათებში, საინფორმაციო დაფების დადგმა და სხვა. ქვეყანაში ყველა ხელმძღვანელი, გადაწყვეტილების მიმღები უნდა ფლობდეს სისტემური ანალიზის და მართვის პრინციპებს. ამ თვისებებს მოკლებული მართველები ჩვენს ქვეყნის მიღმიდან თხოულობენ შველას. ერთ-ერთი მიზეზი საბჭოთა სისტემის დანგრევისა სწორედ ეს იყო, სახელმწიფოს მარტავდნენ უვიცი, მართვის ხელოვნების არამცოდნე ხელმძღვანელები. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერება საბჭოთა კავშირში მაღალ დონეზე იდგა, საბჭოთა მეცნიერების მიღწევებს საზღვარგარეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტები იყენებდნენ და მათ საფუძველზე ახალ მეცნიერულ მიმართულებებს ეყრებოდა საფუძველი, საბჭოთა კავშირი დანგრევამდე მივიდა. ამ პარადოქსული მოვლენის მიზეზი უბრალოა _ საბჭოთა სახელმწიფო მოხელეების ინტელექტუალური დონე უვარგისი აღმოჩნდა ამ მეცნიერული მიღწევების გამოყენებისათვის. საბჭოთა სისტემის დროს, საბჭოთა სახელმწიფოს მმართვის ორგანოებში და პარტიულ იერარქიაში შეიქმნა უნიკალური ჩინოვნიკების კასტა, რომელთა ერთადერთ ფუნქციას წარმოადგენდა “ხელმძღვანელის ფუნქცია”, კასტა, რომლებიც სახელმწიფო ქონების პრივილეგირებულ მომხმარებლად, სახელმწიფო ქონების მონოპოლისტ მფლობელად მიიჩნევდა თავს. სამწუხაროდ, საქართველოში ხელმძღვანელების პოლიტიკური და პირადი ერთგულების ნიშნით შერჩევის მანკიერი მიდგომა დღემდე გრძელდება .
_ გამოსავალი?

_ აუცილებელია, ქალაქის ფუნქციურ-სივრცითი განვიტარების ექსპერტული სისტემის შექმნა, ქალაქის ფუნქციონირების იმიტაციური მოდელის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არა მარტო ოპერატიულად შევაფასოთ ქალაქში მიმდინარე პროცესები, არმედ განვსაზღვროთ ქალაქის სტრატეგიული მართვის პოლიტიკა და დროულად მოვახდინოთ რეაგირება წარმოქმნილ სიტუაციაზე. მიზანდასახულად, სისტემური მიდგომის საფუძველზე, ჩვენს მიერ არჩეული კრიტერიუმის მიხედვით, ვმართოთ სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა პროცესები. ქალაქის ფუნქციურსივრცული განვითარების შეფასებისა და მართვის ექსპერტული სისტემა ყველა შესაბამის უწყებას მივაწვოდე, მაგრამ, სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია.
ქალაქის მერს შევტავაზეთ ექსპერტული სისტემის შექმნის და დანერგვის ეტაპები
1. ქალაქის, როგორც სისტემის -საინფორმაციო ბაზის, მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა. ქალაქის ფუნქციონალურ სისტემებს (ობიექტებს) შორის არსებული მიმართებების დადგენა, ასახვა. სამშენებლო ნორმატივებისა და წესების ფორმირება. სატრანსპორტო ქსელის გრაფის შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებისათვის. ქალაქის ზონირება-შეზღუდვები: ისტორიული ნაწილი, საცხოვრებელი ბინათმშენებლობის განვითარების არეალები, სარეკრიაციო ზონები და სხვა.
2. ქალაქში არსებული მდგომარეობის სისტემური შეფასება, ანალიზი. არსებული პრობლემების დაძლევის გზები: შექმნილი მოდელის ბაზაზე. ექსპერტების მიერ (ურბანისტების, დემოგრაფების, პოლიტიკოსების, ეკოლოგების, ბიზნესმენების, ეკონომისტების და სხვა). ანუ, მოდელისა და ქალაქში მიმდინარე რეალური პროცესების იდენტიფიცირება.
3. ქალაქის ფუნქციონალურ-სივრცული განვითარების ექსპერტული სისტემის დანერგვა გენერალური გეგმის შემუშავებისა და შეფასებისათვის.
პარალელურად, მონაწილეობის მიღება შემდეგი პრობლემების გადაწყვეტაში
1. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სისტემის ოპტიმიზაცია.
2. საპროექტო საგზაო მარშრუტების დატვირთულობის პროგნოზი.
3. ამა თუ იმ მარშრუტზე ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებებზე შეზღუდვების დაწესება და სხვა.
ქალაქში, სხვადასხვა სამრეწველო, საცხოვრებელი თუ საყოფაცხოვრებო ობიექტების აშენებისას, იცვლება მოსახლეობის, ბიზნესმენების და სხვადასხვა ფენების ინტერესების დაკმაყოფილების სფეროები, რის გამოც რეგიონში ჩნდება მოსახლეობის, ინვესტიციების მოძრავი ნაკადები, და სხვა პროცესები. ცხადია, ამ დროს შესაძლებელია მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების დატვირთულობის მკვეთრი ცვლილება, ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სხვა. ყველაფერმა ამან შემდეგ შესაძლებელია მიუღწეველი გახადოს ის მიზანი, რომელიც ამა თუ იმ პროექტით იყო გათვალისწინებული. ჩვენი მიდგომა საშუალება გვაძლევს, პროგნოზირება გავუკეთოთ ყველა იმ პარამეტრის ცვლილებას, რომლებიც განსაზღვრავენ საქალაქო სისტემის სახეს და ერთოდროულად მივიღოთ შესაბამისი ზომები დასახული მიზნის მისაღწევად. უფრო მეტიც, ჩვენი სისტემა რეკომენდაციებს გვაძლევს თუ რა ქმედებებია განსახორციელებელი მიზნის მისაღწევად. პროექტის განხორციელების პროცესში აღმოვაჩინოთ, რის გამო ვშორდებით მიზანს და გვაძლევს რეკომენდაციებს, თუ რა მიმართულებით უნდა შევცვალოთ პროექტი, ან მისი განხორციელების თანმიმდევრობა. ექსპერტული სისტემა, საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ სისტემური კატაკლიზმები ქალაქის ფუნქციონალურ-სივრცული დაგეგმაებისა და აღმშენებლობის დროს. უმოკლეს მომავალში, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ ცენტრში მოხდება პროექტის “სატრანსპორტო ნაკადის მართვა, ქ.თბილისის სატრანსპორტო ქსელის მაგალითზე”, რომლის განხილვაში მოწვეული იქნებიან ქ. თბილისის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პარლამენტმა კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გავრცელდა+ვიდეო