“ნარმანია თბილისელებს ძალიან მძიმე ზამთარს უმზადებს“, – თამაზ შოშიაშვილი

თბილისში ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილებას მერია მიიღებს და მას შემდეგ რაც სქემა საბოლოოდ შემუშავდება შესაბამისი დოკუმენტი საკრებულოს მხოლოდ გასაცნობად გადაეგზავნება. მასში ცვლილებებს საკრებულო აღარ შეიტანს.

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მონაწილეობას ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შემუშავებაში ვერ მიიღებენ, როგორიცაა ელექტროენერგიის სუბსიდირება.

„მხოლოდ ნარმანიას და მის გუნდს აქვს უფლება, შეამციროს დედაქალაქის 90 პროცენტისთვის დაფინანსება. ნარმანია თბილისელებს ძალიან მძიმე ზამთარს უმზადებს,“ – განაცხადა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, კი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, საკრებულო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობას იღებს. ამავდროულად დეპუატატი აცხადებს, რომ სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს მმართველი გუნდის წარმომადგენელია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” – ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიამ არასრულ ერთ წელიწადში 39 ტენდერში გაიმარჯვა