ნარმანია ელისაშვილს პასუხობს

narmania

დავით ნარმანია ალექსანდრე ელისაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ ონიაშვილის ქუჩაზე კორპუსის ერთ-ერთი სართულის ჩამონგრევა დარღვევებმა გამოიწვია, რომელსაც სპეციალური კომისია შეისწავლის. მისი თქმით, სპეციალისტები დაადგენენ, რა გახდა ამის მიზეზი – დაუდევრობა, თუ მშენებლობის სტანდარტების დარღვევა.

რაც შეეხება საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის ინიციატივას მშენებლობების შეჩერების შესახებ, ნარმანია მას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს და შესაბამისად, მშენებლობები არ შეჩერდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ონიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მე-7 სართული ჩამოინგრა, რამაც მიმდებარე სახლების დაზიანება გამოიწვია. ამ ფაქტის გამო საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერს „უმწეო და უღონო” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაურსა და ნინოწმინდაში საკოორდინაციო შტაბები შეიქმნა
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები კოტე კუბლაშვილის შემცვლელის შერჩევის კრიტერიუმებს ასახელებენ