“ნარმანია არაადეკვატურია, სანამ არ უბრძანებენ ნიჟარაძეს არ გაათავისუფლებს,”- ირაკლი აბესაძე

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

მერიის შიდა აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თბილისის მერს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს გაათავისუფლოს თანამდებობიდან ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს ნიჟარაძის განთავისუფლება რადგან მის სახელს კორუფციული სკანდალები და თანამშრომლებზე ზეწოლა უკავშირდება.

“გეგი ნიჟარაძეს უკავშიდება კორუფციული გარიგებები და სკანდალები, ასევე ზეწოლა თანამშრომლებმზე, უნდა მოხდეს მისი დაუყონებლივი განთავისუფლება. ნარმანია არაადეკვატურია ის ამბობს, რომ ნიჟარაძე კარგად მუშაობს და იტყვის მანამდე, სანამ “სუს”-ი არ ეტყვის ამას. ის ფიქრობდა რომ კარგად მუშაობდა მარგიშვილი, მაგრამ როცა უბრძანეს ნარმანიას მან გაათავისუფლა მარგიშვილი,”- აცხაებს ირაკლი აბესაძე

 

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლიმ საშვილოსნოც ამოიჭრა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური – ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არც აქამდე ყოფილა და არ იქნება