“ნარმანიას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს,”- ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა

“ნარმანიას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს,”- ეს განცხადება საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა. აბესაძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერიაშვი ვითარება მძიმეა და თანამდებობაზე კომპეტენტური ადამიანების დანიშვნა უნდა მოხდეს.

თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ალექსანდრე მარგიშვილის ირაკლი ლიქვენაძის კანდიდატურით ჩაანაცვლების შესახებ. აბესაძე ამბობს, რომ ფრაქცია შეისწავლის ლიქვინაძის მოღვაწეობას და გამოცდილებას და მიიღებს გადაწყვეტილებას დაუჭიროს თუ არა მხარი მას ვიცე-მერის თანამდებობაზე.

“სამწუხაროდ დავით ნარმანიამ პირველი 7 თვის განმავლობაში იმდენი შეცდომა დააგროვა და იმდენად არასწორი მიმართულებით ვითარდება თბილისის მერიაში პროცესები, რომ მას არცერთი შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. ჩვენ მივესალმებით კვალიფიციური კადრების დანიშვნას თანამდებობაზე. გავენცნობით მის ხედვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დავუჭერთ თუ არა მას მხარს,”- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშიჯემალ ფუტკარაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„იყო პატრიოტი და უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა”