ნარკოტიკების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ჰეროინი უკანონოდ შემოჰქონდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,343 გრ ჰეროინს შეიცავს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” დღეს დაიხურება