ნაპოვნია Germanwings-ის თვითმფრინავის მეორე თვითჩამწერი „შავი ყუთი“

ნაპოვნია Germanwings-ის თვითმფრინავის მეორე თვითჩამწერი „შავი ყუთი“

თვითმფრინავისაფრანგეთის ალპებში Germanwings-ის თვითმფრინავის კატასტროფიდან თითქმის ათი დღის შემდეგ მეორე შავი ყუთიც იქნა ნაპოვნი. ის ფრენის ტექნიკურ დეტალებს შეიცავს.
მეორე თვითჩამწერის პოვნის შესახებ მარსელის პროკურატურამ სააგენტო AFP-ს დღეს აცნობა.
პირველი საბორტო თვითჩამწერი ტრაგედიიდან მალევე იქნა ნაპოვნი და ის ხმოვან დიალოგებს შეიცავდა. მასში არსებული ინფორმაციის წყალობით შესაძლებელი გახდა თვითმფრიინავის ფრენის ბოლო 10 წუთის აღდგენა.
ვერსიის თანახმად, თვითმფრინავის მეორე მფრინავმა კაპიტანს კაბინის კარები ჩაუკეტა და თვითმფრინავი მიზანმიმართულად დააჯახა მთებს. მას დეპრესია ჰქონდა.

გერმანიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ავიაციის უსაფრთხოების შეფასების წესებს შეიმუშავებს

გერმანელი ექსპერტები პილოტის კაბინაში არასანქცირებული შეღწევის დაცვის მექანიზმებს შეიმუშავებენ, ასევე მფრინავების სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ტესტირებას.
მუშა ჯგუფი უსაფრთხოების არსებულ სისტემაზე იმსჯელებს და მის შეფასებას მოახდენს – განაცხადა ციფრული და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გერმანიაში ალექსანდრ დობრინდტმა.
შესაბამისი უქყებების წარმომადგენლები ავიაციის ექსპერტებთან ერთად შეაფასებენ არსებულ უსაფრთხოების სისტემას და შეიმუშავებენ ახალს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსულ ძალოვან უწყებებზე გადაღებული ფილმების ჩვენება აიკრძალა
შემდეგი სტატიარკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 13 000 რკინიგზელი სახელმწიფო დაზღვევის გარეშეა დარჩენილი