“ნამდვილად არ ვაპირებ კვლევებში დაფიქსირებულ ციფრებთან დაკავშირებით სერიოზულად საუბარს”

„ვფიქრობ, საქართველოში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ამ კვლევების მანიპულირება ხდება კონკრეტულად იმ ძალების მიერ, რომელსაც საქართველოში იმ რეალობის ჩამოყალიბება სურს რაც მათ კვლევებში არის მოცემული.

ძალიან სამწუხაროა და უნდა ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინსტიტუტებმა და ძალებმა, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, უბრალოდ თავი აიგდეს და ქვეყანას და საზოგადოებას მასხრად იგდებენ. მხოლოდ ეს არის კომენტარი რაც შემიძლია მე გავაკეთო.

ეს არის მცდელობა საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიონ ერთმნიშვნელოვნად ეგრეთწოდებული პრო-დასავლური, უფრო სწორად პრო-ამერიკული ძალები, რომლებიც იმართებიან პირდაპირ საქართველოში დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველა მცდელობა იმისა, რომ დღეს საქართველოში მეტნაკლებად ობიექტური კვლევები გავრცელდეს რა თქმა უნდა, არარეალისტურია. მოვა არჩევნები ყველაფერს ვნახავთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვშიშობ, დღეს დაფიქსირებული ლარის საგანგაშო კუსი არაა საბოლოო და ლარის ვარდნა გაგრძელდება”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გავზრდიდი